пятница, 31 мая 2013 г.

შეყვარება… ორი დამოუკიდებელი სულის ერთდროული აალებაა, მისი განცდა კი, რაღაც ძლიერი, თუმც უხმაურო აფეთქების ტოლფასია

     ყველაზე ძნელია პოსტის დაწერა სიყვარულზე, მითუმეთეს თუ შეყვარებული ხარ, ცდილობ ჩააქსოვო ყველაფერი რასაც გრძნო, რასაც განიცდი, ტექსტი კი წაკითხვის შემდეგ აღმოჩნდება საკმაოდ გაუგებარი, არა შენთვის კი ნაცნობი მაგრამ ისე ვიღაცისთვის  ვისაც არასდროს ყვარებია, ძალიან უცხოო... შეყვარებული ადამიანები კი თითქმის ერთსადაიმავეს განიცდიან "მის" ყოველ დანახვაზე, ტანში რაღაც სასიამოვნო  აუხსნელი ჟრუანტელი უვლით, რომელიც მუცლის ღუში პეპლების ფრენით სრულდება:) 
            და თუ თქვენს ცხოვრებაშიც არსებობს ისეთი ადამიანი რომელთან ყოფნის დროსაც ყველა და ყველაფერი გავიწყდებათ მაშინ გაუშვით სხვა დანარჩენი ჯანდაბაში, მას კი უმეორეთ ხშირად რომ გიყვართ, მანამ ამის შესაძლებლობა გაქვთ:)
                                 
                                                                                                  ბუზღუნა...<3...!!!...

среда, 29 мая 2013 г.

მეგობრები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტები ცხოვრების რეცეპტში)

        თითოეული მეგობარი ჩვენში სამყაროს წარმოადგენს, სამყარო ჩვენში ვერ დაიბადება სანამ ისინი არ მოვლენ ჩვენთან და სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ იქმნება ახალი ბუნება ჩვენში.  მე თუ მკითხავთ მეგობარი-ეს ერთი განწყობაა ორ სხეულში... მეგობარი ეს არის ადამიანი რომელიც იზიარებს ყველა შენს სიხარულს და გიდგება გვერდით მაშინ როცა მთელი სამყარო ზურგს გაქცევს...  იგი ვერ გადაგვარჩენს სიკვდილის, მაგრამ არის მიზეზი რის გამოც გვინდა გადავურჩეთ სიკვდილს.     მე კი   გისურვებთ ყველას გყავდეთ მეგობარი რომელსაც თვალდახუჭული ენდოობიით  და გჯერათ მისი ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე... აზრიი არ აქვს გოგოა, ბიჭია, დიდია, პატარაა თეთრია თუ შავი მეგობარი ერთადერთი და შეუცვლელია...)))


                                                                                          ბუზღუნა...<3...!!!...

четверг, 23 мая 2013 г.