სცენა ჩვენი სტიქია
ცოტა ხნით ჩემმა მასწავლებელმა ბავშვობა გაიხსენა და გველაპარაკა თეატრზე, გვიყვებოდა თუ როგორი აღბრთოვანებული ელოდა ფარდის გახსნას რათა ენახა საყვარელი სპექტაკლი, მას დღესაც ახსოვს რას გრძნობდა, საინტერესო იყო რა დახვდებოდა სცენაზე, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სულ სხვანაირადაა, მაინტერესებს ვინ/რა დამხვდება დარბაზში ფარდის გახსნის შემდეგ. მსახიობი არ ვარ მაგრამ მეტად თუ არა ნაკლებად არ "მიყლაპია სცენის მტვერი," რომელსაც ერთხელ თუ მაინც შეიგრძნობ არასოდეს არ დაგავიწყდება.
სცენის შიგნით ყველაფერი საინტერესო და სასიამოვნოა, ყოველი დეტალი-დასამახსოვრებელი. და აი სცენაზე უკვე ჩანს ქართული სული, წინაპრების მიერ სისხლით დაცული და შემონახული.. მოცეკვავის სცენაზე გასვლას წინ დოლის ხმა უსწრებს რომელიც თითქოს ჩვენს გულისცემას აჰყვა და ჩვენთან ერთად შეიგრძნობს ყოველ "რვას"...
ილია ჭავჭავაძე "შინაური მიმოხილვა"
"სცენა ხალხის მწვრთნელი, ხალხის გამზრდელი უნდა იყოს, და ამასთანაც იმისთანა შემაქცევარიც არის, რომ უკეთესს მხარეს ადამიანისას ფეხს ადგმევინებს, ფრთას აშლევინებს. უკეთესი შსაქცევარი, უკეთესი დროისგასართობი, სულისა და გულის ამამაღლებელი, სხვა ისეთი არა ვიცით რა, სცენის მეტი. თუ ეს ძვირფასი თვისება, როგორც ხალხის წვრათნა და ზრდა, სცენას ჩამოაცილეთ, იგი მიკიტანხანად გადაიქცევა და მაშინ სჯობს წარწყმდეს, ვისრე სუფევდეს."

Комментариев нет:
Отправить комментарий